Get All Access for $5/mo

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროება BTU AI კვლევის ანგარიშს წარადგენს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება, ის საკითხებია, რომელიც BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში არის განხილული.

უნივერსიტეტი აცხადებს თანამშრომლობის მზაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, იმისთვის რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება დაიწყოს.

ანგარიშის თანახმად, სტრატეგიის შემუშავებისთვის პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა და ეთიკის ნორმების მარეგულირებელი პროცედურის დაწყებაა საჭირო. საქართველოს შეუძლია გახდეს საერთაშორისო კოალიციის წევრი და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მოახდინოს სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. ამ პროცესში, მაღალია AI კვლევითი ცენტრების როლი და იმ ორგანიზაციების ჩართულობა, რომელიც აღნიშნულ სექტორში ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სხვადასხვა სექტორში, არა მხოლოდ გაზრდის მათ ეფექტიანობას, არამედ უზრუნველყოფს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ინდუსტრიების განვითარებას, კადრების გადამზადებას დასაქმების ახალი ბაზრებისთვის, ინკლუზიურ განათლებას და ეკონომიკას, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორების ციფრულ ტრანსფორმაციას. ეროვნული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება შესაბამისი ფონდების გააქტიურებას, ინვესტირებას და პროცესების მართვას საჭიროებს, რაც დეტალურად არის წარმოდგენილ ანგარიშში განხილული.

კვლევა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია ,,AI Georgia''-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

,,BTU-AI სხვადასხვა სექტორში ფუნდამენტური, მაღალტექნოლოგიური ცვლილების ინიცირებისთვის შეიქმნა. ეს არის რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ინიციატივას ემსახურება BTU-ს სივრცეში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრი და სხვა რესურსები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მასშტაბური კვლევა განხორციელდა და ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები, სწორედ BTU-ში შემუშავდა.'' - აცხადებს BTU-AI-ს დამფუძნებელი და BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Elt Building - საერთაშორისოდ აღიარებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში

Leader of the Year - ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".